ფეხბურთი

23:18 | 2.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების "მეცი" ლიგა 1-დან გავარდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ 1:2 დამარცხდა და ლიგა 1-დან გავარდა. მასპინძლები 49-ე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ორი გოლი გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ.

გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ქვილითაიამ 81-ე წუთამდე, გიორგი აბუაშვილმა კი 74-ე წუთიდან. ამჯერად ქართველი ფეხბურთელები შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოირჩნენ.

გიორგი წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 32 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქვილითაიას აქტივში 8 შეხვედრაში 2 გოლია, აბუაშვილმა კი 20 თამაშში ასევე ორი გოლი გაიტანა.

„მეცს“ 9 ნოემბრის შემდეგ არ მოუგია და რა გასაკვირია, რომ დაქვეითდა. 16 ქულით ბოლო ადგილზეა. მომდევნო ტურში მისი მეტოქე 10 მაისს, „ლორიანი“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166245