ისტორია

23:19 | 2.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

„სამგურალმა“ „გაგრას“ მოუგო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია

ეროვნული ჩემპიონატის მე-10 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „სამგურალმა“ „გაგრას“ უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ეს წყალტუბოელების პირველი გამარჯვებაა მიჯრით ოთხი მარცხის შემდეგ.

ანგარიში 23-ე წუთზე ირაკლი ჯანჯღავამ გახსნა, 31-ზე კი წყალტუბოელთა ბრაზილიელმა კლაუდიო სებოლინიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

ახლა „სამგურალს“ 10 თამასიდან 11 ქულა მოუგროვდა და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა. 10-ქულიანი „გაგრა“ კი გასავარდნ ზონაში, მე-8-ზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170935