ესპანეთის ლიგა ენდესას 29-ე ტურში „ტენერიგე“ „მორაბანკ ანდორასთან“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში 89:90 დამარცხდა.
მთელი თამაში ძალიან დაძაბული იყო, მაგრამ მესამე პერიოდი „ტენერიფემ“ 10 ქულით დათმო, რაც საბოლოოდ, ძვირად დაუჯდა.
გიორგი შერმადინმა 30 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა.
„ტენერიფე“ 17 მოგებით და 12 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურშ კი 9 მაისს, „ჟუვენტუტ ბადალონას“ შეხვდება.







