ფეხბურთი

0:38 | 3.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ გახდა

ბრატისლავის „სლოვანმა“ „დუნაისკა სტრედა“ 1:0 დაამარცხა და სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა.

გურამ კაშიას არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე იყო, ხოლო სტუმართა შორის, შეუცვლელად იყო მოედანზე ცოტნე კაპანაძე, ხოლო გიორგი გაგუა 73-ე წუთზე შეცვალეს.

„სლოვანი“ უახლოეს მდევარ „დუნაისკა სტრედას“ 10 ქულით უსწრებს და ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. ამრიგად, გურამ კაშია ზეიდზედ მეხუთე გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი.

ქართველი მცველი სეზონის ბოლოს „სლოვანს“ დატოვებს და დიდი შანსია, საფეხბურთო კარიერაც დაასრულოს. კაშიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091987