ფეხბურთი

0:56 | 3.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

სამწლიანი პაუზის შემდეგ "შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა

გელზენკირხენის „შალკე“ ბუნდესლიგაში დაბრუნდა. სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ხუმარებმა“ ელიტის საგზური გაინაღდეს.

შალკემ“ 32-ე ტურში „დიუსელდორფი“ 1:0 დაამარცხა, რის შედეგადაც 67 ქულა აქვს და 10 ქულით უსწრებს მესამეადგილოსან „ჰანოვერს“, შესაბამისად, მეორე ადგილზე დაბლა „შალკე“ ვეღარ ჩამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ II ბუნდესლიგაში ზედიზედ გატარებული სამი სეზონის შემდეგ ბუნდესლიგას დაუბრუნდა.

მეორე ადგილზე „პადერბორნია“ 58 ქულით, იქვე არიან, „ჰანოვერი“ (57) და „ელვერსბერგი“ (56), მათ 3-3 მატჩი დარჩათ გასამართი და მეორე ადგილისთვის იბრძვიან, რაც ბუნდესლიგის საგზურს პირდაპირ იძლევა, ხოლო მესამეადგილოსანი პლეი-ოფში ითამაშებს, ბუნდესლიგის მე-16 ადგილოსანთან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164379