ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში „ოსასუნასა“ და „ბარსელონას“ შორის მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში 81-ე წუთზე გახსნა. ხუთი წუთის შემდეგ, ფორვარდმა ფერან ტორესმა სტუმართა უპირატესობა გააორმაგა. 89-ე წუთზე „ოსასუნას“ თავდამსხმელმა რაულმა ჩამორჩენა შეამცირა.
„წითლებს“ 42 ქულა აქვთ და ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მე-10 ადგილზე არიან. „ბლაუგრანამ“ 88 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა.
კატალონიური კლუბი 10 მაისს მადრიდის „რეალს“ კლასიკოში დაუპირისპირდება.





