მადრიდის „ატლეტიკომ“ ლა ლიგის 34-ე ტურში „ვალენსია“ 2:0 დაამარცხა, რაც მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონესთვის ეტაპობრივი მოვლენა იყო. ეს თამაში სიმეონეს მწვრთნელის რანგში მე-1000 მატჩი გახლდათ.
„1000 მატჩი მწვრთნელად! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ეტაპის მიღწევაში დამეხმარა - მოთამაშეებს, კოლეგებს, მენეჯმენტს, გულშემატკივრებს - მას შემდეგ, რაც 2006 წელს მწვრთნელობა დავიწყე. მადლობა ყველა მომენტისთვის, ყველა გაკვეთილისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ ვაკეთო ის, რაც მიყვარს. გავაგრძელოთ ამ სულისკვეთებით, სანამ ძალა გვეყოფა!“ - დაწერა სიმეონემ სოციალურ ქსელში.
დიეგო სიმეონემ „ატლეტიკოს“ მწვრთნელის თანამდებობა 2011 წლის 23 დეკემბერს დაიკავა. მისი კონტრაქტი კლუბთან ამჟამად 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.





