„პორტუ“ პორტუგალიის ჩემპიონი გახდა. ფრანჩესკო ფარიოლის გუნდმა 32-ე ტურში „ალვერკა“ 1:0 დაამარცხა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ტიტული გაინაღდა.
„პორტუს“ 85 ქულა აქვს, 11 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ბენფიკას“ და ცხადია, ჟოზე მოურინიოს გუნდი მას ვეღარ დაეწევა. „ბენფიკამ“ ამ ტურში „ფამალიკაოსთან“ ქულები დაკარგა (2:2), რაც შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენის ფასად დაუჯდეს.
„პორტუ“ ისტორიაში 31-ედ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი, 2022 წლის შემდეგ კი პირველად. ეს ტიტული ფარიოლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შარშან მისი ხელმძღვანელობით „აიაქსმა“ ნიდერლანდების ჩემპიონის ტიტული წარმოუდგენელი სცენარით დაკარგა.







