ფეხბურთი

11:00 | 3.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილის "სენტ ეტიენმა" ზედიზედ მესამედ წააგო და ლიგა 1-ში დაბრუნების საკითხი გაირთულა

„სენტ ეტიენმა“ ლიგა 2-ში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა და ლიგა 1-ში დაბრუნების საკითხი გაირთულა.

ფილიპ მონტანიეს გუნდი ამჯერად სტუმრად „როდეზთან“ 1:2 დამარცხდა, არადა, მისმა უშუალო კონკურენტმა „ლე მანმა“ ვერ მოიგო (1:1 „რეიმსთან“), შეეძლო მისთვის გადასწრება. ზურიკო დავითაშვილს ტრავმა აქვს და არ უთამაშია.

ბოლო ტურის წინ ასეთი სიტუაციაა: „ლე მანი“ 59 ქულით მეორეა, 57 ქულა აქვს „სენტ ეტიენს“ და მესამეა. ბოლო ტურში ორივე უკვე გავარდნილ მეტოქეებს ხვდება, შესაბამისად - „ბასტიას“ და „ამიენს“.

ლიგა 1-ში პირდაპირ ორი გუნდი გადავა. ერთი უკვე გადავიდა „ტრუა“, მეორე ადგილისთვის ბრძოლა გრძელდება, „ლე მანის“ და „სენტ ეტიენის“ გარდა, საქმეშია „რედ სტარიც“, რომელსაც ასევე 57 ქულა აქვს. „როდეზი“ 55 ქულით მეხუთეა. ესეც მნიშვნელოვანია, რადგან მესამე-მეხუთე ადგილოსნები პლეი-ოფში გადიან.

მესამე ადგილოსანი პლეი-ოფის ნახევარფინალში დაიბევებს ადგილს, იქამდე, მეოთხედფინალში მეოთხე-მეხუთეადგილოსნები შეხვდებიან და მოგებული ეთამაშება მესამეადგილოსანს. აი, უკვე იქ მოგებული შეხვდება ლიგა 1-ის მე-16 ადგილოსანს.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 13 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილზეა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092503