იტალიური სპორტის ლეგენდა ალესანდრო (ალექს) ძანარდი 59 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
ძანარი 1991-1999 წლებში ფორმულა 1-ის პილოტი იყო. მისი ცხოვრება 2001 წელს შეიცვალა, როდესაც რბოლის დროს ავარიაში მოჰყვა, რის გამოც ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.
მიუხედავად ამისა, ის სპორტულ ცხოვრებაში დარჩა, რბოლებში მოდიფიცირებული მანქანით იღებდა მონაწილეობას. გარდა ამისა, ალექსმა ხელით ველოსიპედით რბოლებში გადაინაცვლა, სადაც პარალიმპიადაზე იტალიას 2012-2016 წლებში 6 მედალი მოუტანა - 4 ოქრო და 2 ვერცხლი.
2020 წელს ძანარდი კიდევ ერთხელ გადაურჩა სიკვდილს, როცა ხელით ველოსიპედით ესტაფეტისთვის ემზადებოდა და მას სატვირთო მანქანა შეეჯახა. შედეგად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომაშიც იყო, თუმცა, მაშინ გადარჩენა მოახერხა.
ალექს ძანარდი იტალიური სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მისი ხსოვნის პატივსაცემად სერია A-ს 35-ე ტურის მატჩები წუთიერი დუმილით იწყება.







