„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დენი მერფმა „წითლებს“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ურჩია.
უცნაური ისაა, რომ მერფს კვარაცხელია მარჯვენა გარემარბი ჰგონია, როცა რეალურად, ქართველი მარცხენა გარემარბია და ეს მისი საყვარელი, ბუნებრივი პოზიციაა. შესაბამისად, უცნაურია ისიც, რომ მერფი კვარაცხელიას მოჰამედ სალაჰის იდეალურ შემცვლელად განიხილავს:
„როდესაც „ლივერპული“ ხარ, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი, საუკეთესო ფეხბურთელებს უნდა ეძებდე. ხვიჩა კვარაცხელია, ალბათ, ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში საუკეთესო მარჯვენა გარემარბია. შეძლებენ მისი დარწმუნებას, რომ მოვიდეს? შესაძლოა არა, მაგრამ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ საუკეთესო ფეხბურთელებს მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში და ერთ-ერთ უდიდეს კლუბში თამაში სურთ. მე მისნაირი ფეხბურთელის დამატებას ვეცდებოდი. შესაძლოა, მან იმდენი გოლი ვერ გაიტანოს, რამდენიც მოჰამედ სალაჰს გაჰქონდა, მაგრამ ის წარუმატებელი არ იქნება. ის მართლაც კარგი ფეხბურთელია“, - თქვა მერფიმ.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულს“ სეზონის ბოლოს დატოვებს. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.





