ფეხბურთი

13:47 | 3.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის დუბლი MLS-ში

MLS-ში „ატლანტა იუნაიტედმა“ „მონრეალი“ 3:1 დაამარცხა, საბა ლობჟანიძემ კი დუბლი შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა 41-ე წუთზე დალაშქრა პირველად მეტოქის კარი და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში, 50-ე წუთზე მან დუბლიც გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საბა ლობჟანიძის აქტივში მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 2 გოლია.

„ატლანტა იუნაიტედი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 10 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 მაისს, „ლოს ანჯელეს გალაქსის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094262