ფეხბურთი

16:40 | 3.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების "უოტფორდიდან" სეზონში მესამე მწვრთნელი გაათავისუფლეს

„უოტფორდიდან“ მთავარი მწვრთნელი ედ სტილი დაითხოვეს. ამის შესახებ კლუბი ოფიციალურად იტყობინება.

სტილმა ინგლისური გუნდი ცოტა ხნის წინ ჩაიბარა, მაგრამ სიტუაცია ვერ გამოასწორა, ხოლო სეზონის ბოლო 5 მატჩში მარცხის შემდეგ, სამსახურიდან გაუშვეს.

„უოტფორდმა“ სეზონი 57 ქულით მე-16 ადგილზე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩაკვეტაძის და საბა გოგლიჩიძის გუნდმა სეზონის განმავლობაში სამი მწვრთნელი შეიცვალა - პაულო პეცოლანო, ხავი გრასია და ედ სტილი.

გიორგი ჩაკვეტაძეს „უოტფორდთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს, ხოლო საბა გოგლიჩიძე იქ იჯარით იყო და ახლა „უდინეზეში“ დაბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100125