ფეხბურთი

18:15 | 3.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გულიაშვილის "რასინგის" ნაბიჯი ლა ლიგისკენ და ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი გერმანიაში

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 38-ე ტურში გიორგი გულიაშვილის „რასინგმა“ „უესკა“ 4:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი ფორვარდი 73-ე წუთამდე იყო მოედანზე, მაგრამ საგოლე მოქმედებით ამჯერად თავი არ გამოუჩენია. გულიაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

„რასინგი“ 72 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „დეპორტივოს“ 4 ქულით უსწრებს, მესამეადგილოსან „ალმერიას“ - ხუთით, ხოლო მომდევნო ტურში 10 მაისს, „ლეგანესს“ ესტუმრება.

გერმანიის II ბუნდესლიგის 32-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ „ფიურტს“ ესტუმრა, რომელსაც დაუზავდა - 1:1. ქართველი მცველი ტრადიციულად მოედანზე შეუცვლელად იყო და ერთ-ერთი საუკეთესოც. ლოჩოშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

„ნიურნბერგი“ 42 ქულით მეცხრე საფეხურზეა, არც გავარდნა ემუქრება და ვერც გადასასვლელად იბრძოლებს, მომდევნო ტურში კი 9 მაისს, „შალკეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094773