თურქეთის სუპერლიგის 29-ე ტურში „ტრაბზონსპორი“ „ტურკ ტელეკომთან“ 72:81 დამარცხდა, მაგრამ მარკის რიდი მატჩის MVP იყო.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 31 წუთში 24 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 5 ჩაჭრა დააგროვა. რიდმა 14-დან 8 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
„ტრაბზონსპორი“ 18 მოგებით და 11 წაგებით მეექვსე პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას კი 10 მაისს, „მერსინთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს.







