„თუნი“ შვეიცარიის ჩემპიონი გახდა, ისტორიაში პირველად. არადა, ეს გუნდი სუპერლიგაში ერთი წლის წინ დაბრუნდა, მაგრამ ნამდვილი ფურორი მოახდინა.
„თუნი“ 35-ე ტურში „ბაზელთან“ გუშინ 1:3 დამარცხდა, მაგრამ დღეს მისმა კონკურენტმა „სენტ გალენმაც“ წააგო („სიონთან“ 0:3), შედეგად, სხვაობა 11 ქულა - შენარჩუნდა, რაც დარჩენილ ტურებში ვეღარ აღმოიფხვრება.
აქამდე, "თუნის" საუკეთესო შედეგი 2004-2005 წლების სეზონში მეორე ადგილი იყო და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა.







