იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში „მილანი“ „სასუოლოს“ ესტუმრა და მორიგი მარცხი განიცადა.
„როსონერის“ არაფერი გამოუვიდა, უშანსოდ წააგო. ანგარიშიც სწრაფად გაიხსნა - დომენიკო ბერარდის შესანიშნავი დარტყმით, რომელმაც „მილანის“ წინააღმდეგ კარიერაში მე-12 გოლი გაიტანა. მალევე, „მილანი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, რადგან ფიკაიო ტომორი გააძევეს.
„სასუოლომ“ მეორე ტაიმის დასაწყისში ყველაფერს წერტილი დაუსვა არმან ლორიენტეს ლამაზი გოლით და 2:0.
„მილანი“ 67 ქულით მესამე ადგილზეა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურის ბედი ჯერ არ გადაუწყვეტია. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მომდევნო ტურში 10 მაისს, „ატალანტას“ უმასპინძლებს.





