სერ ალექს ფერგიუსონი „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერისა“ და „ლივერპულის“ მატჩზე დასწრებას აპირებდა, სტადიონზეც იყო, მაგრამ საავადმყოფოში აღმოჩნდა.
84 წლის შოტლანდიელი ცუდად გახდა, რის გამოც ჰოსპიტალში მოათავსეს, სადაც შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდა. ბოლო ინფორმაციით, საშიში არაფერია და ამჟამად სერ ალექსი თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 1986-2013 წლებში წვრთნიდა და სხვა ტიტულებთან ერთად, 13-ჯერ პრემიერლიგა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. მის კარიერაში მანამდე იყო შოტლანდიის ნაკრები, „აბერდინი“ და „სენტ მიერნი“.





