ფეხბურთი

20:26 | 3.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" "ლივერპული" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა

ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპული“ დაამარცხა და ჩემპიონა ლიგის საგზური მოიპოვა.

მაიკლ კერიკის გუნდი კვლავ შესანიშნავ ფორმაშია, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა. „იუნაიტედმა“ საწყის 14 წუთში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. ანგარიში მათეუშ კუნიამ გახსნა, მალევე ბენჟამინ შეშკომ სხვაობა გააორმაგა.

თითქოს, „მანჩესტერს“ მშვიდად უნდა მოეგო, რადგან „ლივერპულს“ არაფერი გამოსდიოდა, თუმცა, ეს პირველ ტაიმში, მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა. არნე სლოტის გუნდი სახეცვლილი გავიდა მინდორზე. ჯერ სხვაობა დომინიკ სობოსლაიმ შეამცირა, ხოლო შემდეგ კოდი გაკპომ გაათანაბრა.

თუმცა, „ლივერპული“ მაინც უქულოდ დარჩა, რადგან 77-ე წუთზე კობი მეინუმ გამარჯვების გოლი გაიტანა და 3:2. „ლივერპულში“ არ უთამაშია გიორგი მამარდაშვილს, რომელიც ისევ ტრავმირებულია.

„მანჩესტერი“ 64 ქულით მესამე ადგილზეა დ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა. ამ მიზანთან ახლოსაა „ლივერპულიც“, რომელიც 58 ქულით მეოთხეა და მომდევნო ტურში 9 მაისს, „ჩელსის“ უმასპინძლებს.

„მანჩესტერი“ – „ლივერპული“ 3:2 (2:0)

გოლები: 1:0 კუნია (6), 2:0 შეშკო (14), 2:1 სობოსლაი (47), 2:2 გაკპო (56), 3:2 მეინუ (77)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162542