ფეხბურთი

21:25 | 3.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის საგოლე პასი ავსტრიის ჩემპიონატში

გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატის 30-ე ტურში სტუმრად „ზალცბურგს“ დაუზავდა, ოთარ კიტეიშვილი კი საგოლე პასით გამოირჩა.

გრაცელები აგებდნენ, როცა 93-ე წუთზე აქსელ კაიომბომ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1. მას საგოლე პასი ოთარმა გაუტანა, რომელიც მოედანზე შეცვლაზე, 73-ე წუთზე შევიდა.

სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობაში იყო გიზო მამაგეიშვილი, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო და 73-ე წუთზე კიტეიშვილით შეცვალეს.

კიტეიშვილს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. კიტე 14 გოლით ბომბარდირებში ლიდერობას „რიდის“ ფეხბურთელ კინგსტონ მუტანდვასთან ერთად იყოფს. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 39 თამაშში 18 გოლი და 4 საგოლე პასია. მამაგეიშვილს „შტურმში“ 11 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც ერთხელ საგოლე პასი გააკეთა, ორჯერ პენალტი კი მოიპოვა.

„შტურმი“ პირველ ადგილზეა, მაგრამ მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობა აქვს „ლასკთან“, რომელსაც ამ ტურში ჯერ არ უთამაშია. გრაცელები, რომლებმაც ზედიზედ მეხუთე ფრე ითამაშეს, მომდევნო ტურში 10 მაისს, „ჰარტბერგს“ ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093089