ესპანეთის ლიგა ენდესას 29-ე ტურში „ბარსელონამ“ „გრან კანარია“ 91:69 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც არასრულ 23 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19 იყო.
„ბარსელონა“ ლიგა ენდესაში 20 მოგებით და 9 წაგებით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 9 მაისს, „ბურგოსს“ შინ დაუპირისპირდება.







