კალათბურთი

23:28 | 3.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის და კორსანტიას 5-5 ქულა ესპანეთში

ესპანეთის პრიმერა FEB-ის (მეორე დივიზიონი) 33-ე ტურში „გიპუზკოამ“ „ჰესტია მენორკას“ უმასპინძლა, რომელიც 84:66 დაამარცხა.

გიორგი კორსანტიამ მხოლოდ 12 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.

„გიპუზკოა“ 19 მოგებით და 12 წაგებით მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 8 მაისს, „ობრადოიროს“ დაუპირისპირდება.

ამავე დივიზიონში „პალმერ ბასკეტი“ სტუმრად „ესტუდიანტესთან“ დაძაბულ ბრძოლაში 70:73 დამარცხდა.

დუდა სანაძემ 23 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 4 სამქულიანი ააცილა.

„პალმერ ბასკეტი“ 8 მოგებით და 23 წაგებით მე-15 ადგილს იკავებს, მომდევნო ტურის მატჩს კი 8 მაისს, „პალმასთან“ შინ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172154