ფეხბურთი

0:21 | 4.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ხორხელის გოლი სლოვაკეთის ჩემპიონატში

სლოვაკეთის ჩემპიონატში „ტრნავამ“ სტუმრად „პოდბრეჟოვა“ 3:0 დაამარცხა, ლუკა ხორხელმა კი გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი მე-60 წუთზე დალაშქრა და ანგარიში 3:0 გახადა. ის მოედანზე 84-ე წუთამდე იყო, ხოლო გიორგი მოისწრაფიშვილი განაცხადში არ იყო. „პოდბრეჟოვას“ მაისურით პირველი ტაიმი ითამაშა ლუკა სილაგაძემ.

ხორხელს სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„ტრნავა“ 53 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 მაისს, „ჟილინას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161623