ფეხბურთი

0:02 | 4.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" ზედიზედ მეორედ მოიგო და გასავარდნი ზონა დატოვა

ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში „ტოტენჰემმა“ სტუმრად „ასტონ ვილა“ 2:1 დაამარცხა, ზედიზედ მეორედ მოიგო და გასავარდნი ზონა დატოვა.

„დეზებმა“ პირველივე ტაიმში კონორ გალაჰერისა და რიშარლისონის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც გადამწყვეტი გამოდგა. უნაი ემერის გუნდმა ამას მხოლოდ კომპენსირებულ დროში ემილიანო ბუენდიას გოლით უპასუხა.

„ტოტენჰემი“ 37 ქულით მე-17 ადგილზეა, ერთი ქულით გაასწრო „ვესტ ჰემს“, რომელიც გასავარდნ ზონაში ჩაეშვა. რობერტო დე ძერბის გუნდი მომდევნო ტურში „ლიდსს“ უმასპინძლებს, მაშინ, როცა მის კონკურენტ „ვესტ ჰემს“ „არსენალთან“ თამაში მოუწევს.

„ასტონ ვილა“ 58 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ბარნლის“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093628