ფეხბურთი

1:01 | 4.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" იტალიის ჩემპიონი 21-ედ გახდა

სერია A-ს 35-ე ტურში მილანის „ინტერმა“ „პარმა“ დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.

კრისტიან კივუს გუნდს ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ მაინც მოიგო, თან ძალიან ადვილად. ორივე ტაიმის მიწურულს მილანელებმა გოლები გაიტანეს - ჯერ მარკუს ტურამმა, შემდეგ ჰენრიხ მხითარიანმა და „ინტერმა“ 2:0 გაიმარჯვა.

„ინტერს“ 82 ქულა აქვს, 12 ქულით უსწრებს „ნაპოლის“, რომელიც ცხადია, მეტოქეს ვეღარ დაეწევა.

„ინტერი“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში 21-ედ გახდა. "ნერაძური" მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილური იყო და კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში სხვა გუნდებმა ძალიან ცუდად ითამაშეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088135