ფეხბურთი

10:45 | 4.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" მწვრთნელი: "კიტეიშვილი გუნდური მოთამაშეა და მითხრა, რომ თავს კარგად არ გრძნობდა"

გრაცის „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო ინგოლიჩმა განაცხადა, რომ „ზალბურგთან“ მატჩში (1:1) ოთარ კიტეიშვილი სათამაშოდ მზად არ იყო.

როგორც მან აღნიშნა, მასთან შეთანხმებით არ იყო კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში, რომელიც მოედანზე მხოლოდ 73-ე წუთზე შევიდა და კომპენსირებულ დროში საგოლე პასი მიითვალა, რითაც გუნდს ქულის გადარჩენაში დაეხმარა.

„შევთანხმდით, რომ ის დღეს არ ითამაშებდა, რადგან თავს სათამაშოდ ვარგისად არ გრძნობდა. თამაშამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთხელ მოკლედ ვისაუბრეთ და მე ვუთხარი: „თუ სათადარიგო გეგმა დაგვჭირდება და თავს კარგად გრძნობ, ჩემთან მოდი“. ის მოულოდნელად მოვიდა და მითხრა, რომ 15 წუთი შეეძლო ეთამაშა. მე შანსი გამოვიყენე. ოთარი გუნდური მოთამაშეა და თქვა, რომ დღეს გუნდს ისე ვერ დაეხმარებოდა, როგორც ფიზიკურად ჯანმრთელი მოთამაშე“, - აღნიშნა ინგოლიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. კიტე 14 გოლით ბომბარდირებში ლიდერობას „რიდის“ ფეხბურთელ კინგსტონ მუტანდვასთან ერთად იყოფს. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 39 თამაშში 18 გოლი და 4 საგოლე პასია. მამაგეიშვილს „შტურმში“ 11 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც ერთხელ საგოლე პასი გააკეთა, ორჯერ პენალტი კი მოიპოვა.

„შტურმი“ პირველ ადგილზეა, მაგრამ მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობა აქვს „ლასკთან“, რომელსაც ამ ტურში ჯერ არ უთამაშია. გრაცელები, რომლებმაც ზედიზედ მეხუთე ფრე ითამაშეს, მომდევნო ტურში 10 მაისს, „ჰარტბერგს“ ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090923