კალათბურთი

9:55 | 4.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტორონტოსთვის" სეზონი დასრულდა, მამუკელაშვილმა 6 ქულა ჩააგდო

NBA-ს პლეი-ოფის გადამწყვეტ მეშვიდე მატჩში სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსი" სტუმრად "კლივლენდ კავალიერსთან" 102:114 დამარცხდა და სერიაში 3:4 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ორი პერიოდი საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და დიდ შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით 49:49 გავიდნენ. გადამწყვეტი გამოდგა მატჩის მესამე პერიოდი, რომელიც მასპინძლებმა დიდი ანგარიშით 38:19 მოიგეს. მოპოვებული 17-ქულიანი უპირატესობა კი,"კლივლენდმა" ხელიდან აღარ გაუშვა და საბოლოოდ შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

სანდრო მამუკელაშვილმა დღევანდელ მატჩში პარკეტზე გატარებულ 8 წუთში მხოლოდ და მხოლოდ 6 ქულას მოუყარა თავი. სანდრომ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3 ქულიანი ორჯერ ისროლა და ორივე შემთხვევაში მიზანს ააცილა.

შეგახსენებთ, რომ "კლივლენდ კავალიერსი" მეოთხედფინალში "დეტროიტ პისტონს" დაუპირისპირდება, სწორედ "დეტროიტმა" დაამარცხა კიდევ ერთი ქართველის, გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი".

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168881