ფეხბურთი

12:36 | 4.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-ბაჰრეინის მატჩის ბილეთების გაყიდვა 5 მაისს დაიწყება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 2 ივნისს, ჩვენი გუნდი რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 5 ივნისს - ბაჰრეინს. ორივე მატჩი მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

საქართველო - რუმინეთზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 2 მაისს, 12:00 საათზე, ხოლო საქართველო - ბაჰრეინის მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია 5 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. ორივე მატჩზე გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40 და 60 ლარია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება და ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეეძლება.

შემოდგომის ერთა ლიგის ოფიციალურ მატჩებამდე, ეროვნული ნაკრები ბოლო ამხანაგურ მატჩს მიხეილ მესხზე გამართავს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს. ბილეთების შეძენისას აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159449