ფეხბურთი

13:06 | 4.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა "სანტოსის" ერთ-ერთ ვარჯიშზე18 წლის რობინიო ჟუნიორს სილა გააწნა

ბრაზილიური გამოცემა GLOBO-ს ინფორმაციით "სანტოსის" ერთ-ერთ ვარჯიშზე ნეიმარმა და 18 წლის რობინიო ჟუნიუორმა (ბრაზილიელი რობინოს შვილი) იჩხუბეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა მოთამაშემ ეფექტური დრიბლინგით ნეიმარი მოატყუა, ამ ყველაფერმა კი ბრაზილელი ვარსკვლავის გაღიზიანება გამოიწვია. სიტუაცია მალევე დაიძაბა და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ კონტაქტშიც გადაიზარდა და ნეიმარმა ახალგაზრდა ფეხბურთელს სილა გააწნა.

შემთხვევის შემდეგ ნეიმარმამა საჯაროდ მოიხადა ბოდიში როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელის, ასევე მისი ოჯახის მიმართ. ფეხბურთელმა აღიარა, რომ ზედმეტად ემოციურად იმოქმედა და საკუთარ საქციელს შეცდომად აფასებს. მიუხედავად ბოდიშისა, ინციდენტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია როგორც გულშემატკივრებს შორის, ისე საფეხბურთო წრეებში. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ქცევა არ შეესაბამება ლიდერის როლს და შესაძლოა გავლენა მოახდინოს გუნდის შიდა ატმოსფეროზე.

ამ ეტაპზე უცნობია, მოჰყვება თუ არა შემთხვევას კლუბის მხრიდან დისციპლინური ზომები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088742