"ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა ფლორიან ვირცი გააკრიტიკა, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი წელია გუნდშია, გერმანელი ფეხბურთელი მაინც ძალიან სუსტად გამოიყურება.
„ერთი ფეხბურთელი, რომელსაც მგონია, რომ ძალიან მარტივად ეპყრობიან, არის ფლორიან ვირცი. მე თვითონ კლუბიც არ შემიცვლია, აღარაფერს ვამბობ სხვა ქვეყანაში გადასვლაზე. მაგრამ მგონია, რომ მას ძალიან დიდი დრო მივეცით და მის მიმართ ძალიან, ძალიან ლმობიერები ვიყავით. მან "მანჩესტერთან" მატჩში მორიგი სუსტი მატჩი ჩაატარა, დღეს გუნდმა წააგო, მაგრამ როდესაც "ლივერპული" კარგად თამაშობს მაინც დომენიკ სობოსლაი და მოჰამედ სალაჰი არიან გამორჩეულები. მიუხედავად იმისა, რომ სალაჰი შარშანდელთან შედარებით ისეთ ფრომაში ვეღარ არის, მაინც ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია გუნდში.
სეზონის დასაწყისში "ბარნლისთან" გასვლით მატჩზე ვმუშაობდი კომენტატორად და მაშინ ვირცი „სუფთად და მოწესრიგებულად მოთამაშედ“ შევაფასე. მაშინ მის მიმართ კეთილგანწყობილი ვიყავი. ახლა კი სხვანაირად ვერ დავახასიათებ — ისევ იგივეა. უკვე ერთი წელია "ლივერპულშია", თუმცა არაფერი იცვლება მის თამაშში", - განაცხადა კარაგერმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპული“ 3:2 დაამარცხა და ჩემპიონა ლიგის საგზური მოიპოვა.





