"ნაპოლის" ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა TEAMtalk-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც ლუკაკუმ მარტის სანაკრებო პერიოდში "ნაპოლი" თვითნებურად დატოვა და სამკურნალოდ სამშობლოში გაემგზავრა, მასა და კლუბს შორის ურთიერთობა დაძაბა და დიდი ალბათობით "პარტენოპეი" ზაფხულში მის გაყიდვას მარტივად დათანხმდება. გავრცელებული ცნობით ლუკაკუს დამატება პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს სურს და მისი შეძენა მსურველებს 20 მილიონად შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ "ნაპოლის" ღირსებას 2024 წლიდან იცავს და ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლამდე აკავშირებს. ბელგიელ ფეხბურთელს პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, კარიერის განმავლობაში ის "ჩელსიში", "ევერტონსა" და "მანჩესტერში" თამაშობდა.





