ფეხბურთი

15:08 | 4.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპერლო: "კრუიფი დიდებული ფეხბურთელი იყო, როგორც ადამიანი ამპარტავანი, რონალდო კი გუნდის ნეგატიური ლიდერი"

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ფერარაში გამართულ საფეხბურთო ფესტივალზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან საკუთარ კარიერასა და ფეხბურთის დიდ ფიგურებზე ისაუბრა, როგორებიც არიან ბრაზილიელი რონალდო და იოჰან კრუიფი. მისი თქმით, იოჰან კრუიფი დიდებული ფეხბურთელი იყო, თუმცა როგორც ადამიანი ამპარტავანი, რაც შეეხება რონალდოს, იტალიელის თქმით, ის გუნდის ნეგატიური ლიდერი იყო და სულ ქალებზე ფიქრობდა.

საუკეთესო თანაგუნდელი და კრიტიკა კრუიფის მიმართ:

საუკეთესო ფეხბურთელი ვის გვერდითაც ოდესმე მითამაშია ეს ჯანი რივერა იყო, რაც შეეხება იოჰან კრუიფს ის დიდებული ფეხბურთელი იყო, როგორც მწვრთნელი — „ძალიან კარგი“, თუმცა პიროვნულად „ამპარტავანი“

დაკარგული ტალანტები: კასანო და ბალოტელი

"კასანო და ბალოტელი ნათელი მაგალითები არიან ფუჭად დაკარგული ნიჭისა, მათ უდიდესი პოტენციალი ჰქონდათ, თუმცა მოედნის გარეთ არსებული პრობლემების გამო, მათ ეს ბოლომდე ვერ გამოავლინეს",

რონალდო „ნეგატიური ლიდერი"

"როდესაც რონადლო "რეალში" მოვიდა მას ვკითხე თუ რამდენს იწონიდა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო? მან მიპასუხა - 84 კილოგრამი. ახლა კი?“ 94. ის ნეგატიური ლიდერი იყო. ის არ ვარჯიშობდა ისე, როგორც საჭირო იყო და თანაგუნდელებს იყოლიებდა. პრეზიდენტთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ გაგვეშვა. ერთ დღეს ბერლუსკონიმ დამირეკა და მკითხა: „როგორ არის რონალდო?“ მე ვუთხარი: „პრეზიდენტო, ის კარგია, მაგრამ კარგი მაგალითი არ არის. ის ყოველთვის ღამის კლუბშია, წონაში მოიმატა. მხოლოდ ქალებზე ფიქრობს. ამ საუბრის შემდეგ მალევე, იტალიურმა გაზეთმა La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რონალდო "მილანს" შეუერთდებოდა", - განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელო მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად 1996-97 და 2006-07 წლებში მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.110235