"ვილიარეალის" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს მთავარი მწვრთნელი მარსელინო გარსია ტორალი დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი მიქაუტაძეს მომდევნო სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება "ვილიარეალის" ახალი მწვრთნელი. ამის შესახებ კლუბი განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
მარსელიონო "ვილიარეალში" ჯამში შვიდი სეზონის განმავლობაში მუშაობდა, ჯერ 2013–2016 და 2023–2026 წლებში. მარსელინოს ხელმძღვანელობით კლუბმა ყველა ტურნირზე ჯამში 298 შეხვედრა ჩაატარა, რითაც კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის მქონე მწვრთნელი შევიდა. ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით "ვილიარეალმა" ყველაზე მეტი, 145 შეხვედრა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "ვილიარეალი" 34 ტურის შემდეგ 68 ქულას აგროვებს და მესამე ადგილზე იმყოფება.





