ფეხბურთი

17:45 | 4.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მაროტა ბასტონის მომავალზე: "ბარსელონას" ინტერესი არსებობს, მაგრამ ბასტონის ამ ეტაპზე დარჩენა სურს"

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ალესანდრო ბასტონის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა. მან კატალონიური კლუბის ინტერესი დაადასტურა, თუმცა არნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ფეხბურთელს "ინტერში" დარჩენა სურს.

"არ უარვყოფ, რომ ბარსელონას მხრიდან ინტერესი არსებობს, მაგრამ ეს მაინც ძალიან ზედაპირულია და არა კონკრეტული. როგორც ყოველთვის ვამბობდით, მოთამაშე მხოლოდ მაშინ მიდის, თუ წასვლის სურვილს გამოთქვამს. ამ ეტაპზე ის ჩვენი მოთამაშეა, მას დარჩენა სურს და ჩვენ მისით კმაყოფილები ვართ“, - განაცხადა მაროტამ.

მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონამ" ალესანდრო ბასტონისთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და იტალიელი ზაფხულში კატალონიურ კლუბს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ბასტონი „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობს და 295 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. მან კარიერა „ატალანტაში“ დაიწყო, ერთი სეზონი კი „პარმაშიც“ გაატარა. იტალიის ნაკრებში მის აქტივში 43 თამაშში 3 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083309