ბუდუ ზივზივაძე სეზონის დასკვნით ნაწილს შესანიშნავ ფორმაში შეხვდა და „ჰაიდენჰაიმის“ რეკორდსმენიც გახდა.
ქართველი ფორვარდი „ჰაიდენჰაიმის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგაში ზედიზედ ოთხ მატჩში გოლი გაიტანა.
ბუდუმ „უნიონის“, „ფრაიბურგის“, „ზანკტ პაულისა“ და „ბაიერნის“ კარი ჯამში ხუთჯერ დალაშქრა და აქამდე, „ჰაიდენჰაიმის“ ფეხბურთელს ზედიზედ ოთხ მატჩში ბუნდესლიგის ეგიდით გოლი არ გაუტანია.
აქვე ვთქვათ, რომ ზივზივაძემ ბუნდესლიგაში პირველად შეასრულა დუბლი, თანაც, ეს „ბაიერნთან“ „ალიანს არენაზე“ გააკეთა.
ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა. შედარებისთვის, გასულ სეზონში "ჰაიდენჰაიმის" მაისურით ნახევარ სეზონში 17 თამაშში 2 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო მანამდე, სეზონის პირველ ნახევარში "კარლსრუეს" მაისურით II ბუნდესლიგაში 12 გოლი მიითვალა.





