ჩოგბურთი

22:13 | 4.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

რომის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა გაიმარჯვა და ძირითად ბადემდე ერთადერთი მოგება აშორებს.

ბასილაშვილმა დანიელი ელმერ მიოლერი სამსეტიან ბრძოლაში დაამარცხა. პირველი სეტი დანიელმა 6:4 მოიგო, მეორე სეტში ქართველმა მეტოქეს ადვილად, 6:2 აჯობა და ყველაფერი მესამე სეტმა გადაწყვიტა, სადაც გამარჯებულის გამოსავლენად ტაიბრეიკი გახდა საჭირო, სადაც ნიკოლოზმა 7:3 მოიგო და საბოლოოდ, 4:6, 6:2, 7:6 მოიგო.

ბასილაშვილმა 34 ვინერსი, 46 უნებლიე შეცდომა, 5 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091142