უკრაინის ეროვნულ ნაკრებს ანდრეა მალდერა გაწვრთნის. ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა.
იტალიელს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია, მაგრამ უკრაინულ ფეხბურთს იცნობს, რადგან თავის დროზე უკრაინის ნაკრებში ანდრეი შევჩენკოს ასისტენტად მუშაობდა.
ის ასევე იყო მწვრთნელის ასისტენტი „მარსელში“, „ბრაიტონში“ და უმუშავია „მილანის“ შტაბშიც 2009-2015 წლებში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრებიდან ცოტა ხნის წინ სერგეი რებროვი დაითხოვეს. უკრაინა ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეა.







