იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში „რომამ“ იდეალურად ისარგებლა „მილანის“, „იუვენტუსის“ და „კომოს“ წაფორხილებით.
„ჯალოროსიმ“ ფლორენციის „ფიორენტინა“ 4:0 გაანადგურა. პირველ ტაიმში გადაწყდა ყველაფერი, როცა ჯანლუკა მანჩინიმ, ვესლიმ და მარიო ერმოსომ სამჯერ გაიტანეს. მეორე ნახევარში ნიკოლო პიზილიმ მეოთხე გოლიც გაიტანა და სტუმართა რბევას წერტილი დაუსვა.
„რომამ“ 64 ქულა დააგროვა და მეხუთეადგილოსან „იუვენტუსს“ უკვე ქულით ჩამორჩება, ასე რომ, ჯან პიერო გასპერინის გუნდი ბრძოლაშია. „ჯალოროსი“ მომდევნო ტურში „პარმას“ ესტუმრება.





