ფეხბურთი

0:58 | 5.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" ქულები დაკარგა, "არსენალი" ჩემპიონობას მიუახლოვდა

„მანჩესტერ სიტიმ“ საჩემპიონო რბოლაში უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, რაც შეიძლება გადამწყვეტი გამოდგეს.

35-ე ტურში პეპ გვარდიოლას გუნდი ლივერპულში „ევერტონს“ ესტუმრა, რომელთანაც მარცხს გადაურჩა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო. „სიტიმ“ პირველი ტაიმის მიწურულს ჟერემი დოკუს გოლით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ მეორე ტაიმში მოედანზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

68-ე წუთზე ტიერნო ბარიმ წონასწორობა აღადგინა, 5 წუთის შემდეგ ჯეკ ობრაიენმა მასპინძლები დააწინაურა და „სიტი“ წაგების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. 81-ე წუთზე ბარიმ დუბლი შეასრულა და სხვაობა ორბურთიანი გახადა. ორ წუთში ერლინგ ჰოლანდმა შეძლო ჩამორჩენის შემცირება, ხოლო ბოლო კომპენსირებულ წუთზე დოკუმ ფანტასტიკური გოლით წონასწორობა აღადგინა - ფრე 3:3.

„მანჩესტერ სიტის“ 71 ქულა აქვს, 5 ქულით ჩამორჩება „არსენალს“, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. თუმცა, პოტენციურად 2-ქულიანი ჩამორჩენა, როცა სეზონის ბოლომდე 3 ტურიღა რჩება, „არსენალს“ რთული კალენდარიც არ დარჩა და ბურთების ბალანსიც უკეთესი აქვს, არც ისე ცოტა გამოდის.

„მანჩესტერ სიტი“ მომდევნო ტურში 9 მაისს, „ბრენტფორდს“ უმასპინძლებს.

„ევერტონი“ – „მანჩესტერ სიტი“ 3:3 (0:1)

გოლები: 0:1 დოკუ (43), 1:1 ბარი (68), 2:1 ობრაიენი (73), 3:1 ბარი (81), 3:2 ჰოლანდი (83), 3:3 დოკუ (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171224