შოტლანდიის პრემიერშიპის 35-ე ტურში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი შედგა, რომელშიც „ჰართსმა“ „რეინჯერსი“ დაამარცხა და ჩემპიონობას მიუახლოვდა.
დუიონ სტერლინგის გოლით „რეინჯერსმა“ პირველი ტაიმი მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში სტეფენ კინგსლიმ და ლოურენს შენკლენდმა სიტუაცია შეცვალეს, რომლებმაც გლაზგოელები ორჯერ დაამწუხრეს და „ჰართსმა“ 2:1 მოიგო.
„ჰართსი“ 76 ქულით ლიდერობს პრემიერშიპს, 3 ქულით უსწრებს „სელტიკს“, ხოლო შვიდით „რეინჯერსს“. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ამ გამარჯვებით „რეინჯერსი“ გზიდან ჩამოიცილა. და, მომდევნო ტურში „მოზერველს“ შეხვდება, მაშინ, როცა „სელტიკს“ „რეინჯერსთან“ „ოლდ ფირმი“ აქვს. აღსანიშნავია, რომ „რეინჯერსი“ ბოლო ორ ტურში დამარცხდა, რის გამოც პრაქტიკულად გამოეთიშა საჩემპიონო ბატალიებს.







