ფეხბურთი

10:26 | 5.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლაზე ისაუბრა „ევერტონთან“ ქულების დაკარგვის შემდეგ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისის პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლაზე ისაუბრა „ევერტონთან“ (3:3) 35-ე ტურის მატჩში ქულების დაკარგვის შემდეგ.

„ჩვენი ბედი ჩვენს ხელთ აღარ არის. ადრე იყო, მაგრამ ახლა აღარ. ჯერ კიდევ გვაქვს თამაშები ჩასატარებელი. ვნახოთ, რა მოხდება“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.

სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, „მანჩესტერ სიტი“ 71 ქულით მეორე ადგილზეა. არსენალი 76 ქულით ცხრილს ლიდერობს. „სიტიმ“ ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.

ინგლისის ჩემპიონატის შემდეგ რაუნდში „მანჩესტერ სიტი“ „ბრენტფორდს“ დაუპირისპირდება, ხოლო „არსენალი“ „ვესტ ჰემს“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168905