„არსენალის“ მეკარე დავიდ რაიამ ზედიზედ მესამედ მოიპოვა პრემიერლიგის „ოქროს ხელთათმანი.“ ამის შესახებ B/R Football-მა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე განაცხადა.
ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც „არსენალმა“ ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურის მატჩში „ფულემი“ 3:0 დაამარცხა. რაიამ სეზონში მე-17-ედ შეინახა კარი „მშრალად“ რამაც მას ამ ინდივიდუალური ტიტულისთვის ბრძოლაში გამარჯვება მოუტანა. ჯილდოსთვის ასევე იბრძვის „მანჩესტერ სიტის“ იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, რომელსაც შეუძლია ეს პრიზი ესპანელთან ერთად გაიყოს, თუ ის „სიტის“ დარჩენილ პრემიერლიგის ოთხ მატჩში მშრალ კარს „მშრალად“ შეინარჩუნებს, ხოლო რაია სეზონის სამივე ბოლო თამაშში მინიმუმ ერთ გოლს გაუშვებს.
აღსანიშნავია, რომ რაია პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ მესამე მეკარე გახდა ჯო ჰარტისა და პეპე რეინას შემდეგ, ვინც „ოქროს ხელთათმანი“ ზედიზედ სამჯერ მოიგო.







