„მანჩესტერ სიტიმ“ ნახევარმცველ ფილიპ ფოდენთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, იტყობინება The Athletic-ის ჟურნალისტი და ინსაიდერი დევიდ ორნშტეინი სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე. წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტი 2030 წლამდე იქნება ძალაში.
ფოდენი „მანჩესტერ სიტის“ ახალგაზრდული სისტემის აღზრდილია. ამ სეზონში 25 წლის ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ამჟამად „სიტი“ პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ ხუთი ქულით ჩამორჩება.





