ფეხბურთი

13:42 | 5.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატია

„ასტონ ვილას“ დამრიგებელი უნაი ემერი მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლო კანდიდატად განიხილება - წერს talkSPORT

წყაროს ცნობით, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობამ 54 წლის სპეციალისტი მოქმედი მწვრთნელის შემცვლელ კანდიდატთა სიაში შეიყვანა და ის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

ემერიმ „ასტონ ვილა“ 2022 წლის შემოდგომაზე ჩაიბარა და ინგლისურ კლუბთან მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2029 წლამდეა გათვლილი. თუმცა, აღინიშნა, რომ ესპანელი შესაძლოა „რეალის“ შეთავაზებით დაინტერესდეს, განსაკუთრებით ბირმინგემის კლუბის ფინანსური შეზღუდვების გათვალისწინებით.

ამჟამად „ასტონ ვილა“ პრემიერლიგის ცხრილში მეხუთე ადგილზეა, ამ სეზონში 35 მატჩიდან 58 ქულით.

გუნდი ასევე აგრძელებს ევროპულ შეჯიბრებებში მონაწილეობას. ევროპა ლიგის ნახევარფინალში ისინი „ნოტინგემ ფორესტს“ დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა „ვილას“ 0:1 დამარცხებით დასრულდა, საპასუხო მატჩი კი 7 მაისს გაიმართება.

ემერი ადრე ესპანეთის ლიგაში მუშაობდა, სადაც „ალმერიას“, „ვალენსიას“, „სევილიას“ და „ვილიარეალს“ წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092747