საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს. ტურნირს 6 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს.
ტატა მატვეევას გუნდი მასპინძელ აზერბაიჯანს, რუმინეთს და ლიეტუვას დაუპირისპირდება. საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანში 5 მაისს გაემგზავრება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: ელენე ბონდარევა (კვარტალი, თბილისი), თინიკო ჯაიანი (ბათუმი)
დაცვა: ანასტასია მარგიანი (ვინგსი), სესილი მასხარაშვილი (რუსთავი), ბარბარე მანაგაძე (მართვე, ქუთაისი), სესილი სვანიძე (კოლხეთი, ხობი), ნინი ვეკუა (ნორჩები, თბილისი), ელენე თვალჭრელიძე (მართვე, ქუთაისი), ანი დავითულიანი (ვერე, თბილისი)
ნახევარდაცვა: თამარ მარუაშვილი (მართვე, ქუთაისი), ნინო სხირტლაძე (რუსთავი), ნინო აბულაძე (ბათუმი), მარიამ გასანოვა (კვარტალი, თბილისი), ანა დოლიშვილი (კვარტალი, თბილისი), მარიამ დარჩიაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნატალია გუგულაშვილი-აფციაური (ფუენლაბრადა ატლანტისი, ესპანეთი)
თავდასხმა: სოფია წიქარიძე (დინამო სოხუმი), სესილი გაბრელიანი (ვერე, თბილისი)
მატჩების განრიგი
- 6 მაისი | საქართველო - რუმინეთი | 12:00
- 8 მაისი | საქართველო - ლიეტუვა | 12:00
- 11 მაისი | აზერბაიჯანი - საქართველო | 12:00
nakrebi.ge







