ბილბაოს „ატლეტიკმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ედინ ტერზიჩის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორსეზონიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც 2028 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.
ტერზიჩის ბოლო თანამდებობა დორტმუნდის „ბორუსიაში“ გახლდათ. სადაც 2018 წლიდან 2024 წლამდე ის მწვრთნელის თანაშემწედ, მთავარი მწვრთნელად და ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა. მანამდე ის ასევე „ვესტ ჰემსა“ და „ბეშიქთაშში“ საქმიანობდა.
მანამდე „ბილბაოს“ ერნესტო ვალვერდე ხელმძღვანელობდა, რომელიც კლუბში 2022 წლიდან მსახურობდა. ის მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს გუნდს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 192 მატჩი ჩაატარა - 91 მოგება, 43 ფრე და 58 წაგება.





