სხვა

16:59 | 5.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

კუდოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

სპორტკომპლექს “არენა 2-ში” კუდოში საქართველოს ჩემპიონატი 2026 გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობა საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კუდოს კლუბი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიხსნა. შეჯიბრებაში ახალდაფუძნებული კლუბების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. საქართველოს ჩემპიონატზე თბილისის სამმა, წალენჯიხისა და ზუგდიდის ორ-ორმა, ამბროლაურის, ტყიბულის, გორის, დმანისის, მარტვილის, ახალციხის, სენაკის და ახმეტის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

ეროვნული ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში, გოგოებსა და ბიჭებს შორის ჩატარდა. ტურნირის მსაჯთა შორის იყვნენ გამოცდილი ქართველი კუდოისტები - ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები.

შეჯიბრებაში ასევე მონაწილეობდნენ კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, დავით ქირიას საბრძოლო ხელოვნებების აკადემიის კუდოისტები. ტურნირს საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ხახუტაშვილი დაესწრო და გამარჯვებულებისა და საპრიზო ადგილებზე გასული კუდოისტების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.

გუნდურ ჩათვლაში მთავარი მწვრთნელის, რომეო გაბლაიას ხელმძღვანელობით, ზუგდიდის კლუბმა “კოლხეთმა” გაიმარჯვა.

საქართველოს ჩემპიონატი კუდოში საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილისა მხარდაჭერითა და კუდოს ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094463