ფეხბურთი

16:36 | 5.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" მწვრთნელად 38 წლის ესპანელი დაინიშნება

„ვილიარეალის“ მთავარ მწვრთნელად სავარაუდოდ ინიგო პერესი დაინიშნება.

ნიკოლო სკირას ცნობით, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომლის თანახმად, 38 წლის სპეციალისტი კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

ინიგო პერესმა სამწვრთნელო კარიერა 2024 წელს „რაიო ვალეკანოში“ დაიწყო, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს და მადრიდული გუნდი მიმდინარე სეზონში კონფერენს ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.

პერესი მარსელინოს შეცვლის, რომელიც „ვილიარეალს“ მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.

ასე რომ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, გიორგი მიქაუტაძის ახალი მწვრთნელი ინიგო პერესი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.150745