ფეხბურთი

18:13 | 5.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის ორი საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში

ჩინეთის სუპერლიგის მე-10 ტურში „შანდონ ტაიშანმა“ „შანხაი შენჰუა“ 4:1 დაამარცხა, ვაკო ყაზაიშვილმა კი ორი საგოლე პასი მიითვალა.

ქართველის გადაცემით კრიზანმა გაიტანა, რომელმაც 26-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 72-ე წუთზე ვაკომ ბრაზილიელ თანაგუნდელს კიდევ ერთხელ გაატანინა, ამჯერად ცარიელ კარში და კრიზანმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„შანდონ ტაიშანი“ 11 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 მაისს, „შენჟენს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093522