ფეხბურთი

17:32 | 5.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: "ბევრი ვიშრომეთ, რომ ამ პოზიციაზე 20 წლის შემდეგ ისევ ვყოფილიყავით"

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„მოედანზე ცხოველებივით გავალთ, მომენტით დავტკბებით და ყველაფერს გავაკეთებთ. მოუთმენლად ველი. ვგრძნობ ენერგიას გუნდსა და ჩვენს გულშემატკივრებში. ეს არის მომენტი, რომლის ერთად განცდაც გვინდა. 20 წლის განმავლობაში, როგორც კლუბმა და როგორც გუნდმა, ბევრი ვიშრომეთ, რომ ისევ ამ პოზიციაზე ვყოფილიყავით. ძალიან გვსურს ფინალში გასვლა. ფეხბურთელები დიდი ხანია ელოდებიან ასეთ ღამეს. ასე რომ, გვსურს მალე დაიწყოს, რადგან რაღაც არაჩვეულებრივი მოხდება“, - აღნიშნა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთადერთხელ იყო, ზუსტად 20 წლის წინ, როცა „ბარსელონასთან“ ფინალი 1:2 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090933